ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდ-19-ის საწოლფონდს 1000 საწოლი დაემატება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ სამინისტრო კოვიდ-19-ის საწოლფონდს ეტაპობრივად ზრდის. მისი თქმით, დღეს გამოიცა ახალი ბრძანება, რომელიც დამატებით 1000 საწოლის მობილიზებას ითვალისწინებს. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს საწოლები მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი: „ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს 5 500 საწოლი, სადაც მობილიზებული არის ყველა ის საჭირო ინვენტარი, რომელიც პაციენტს ესაჭიროება და ასევე მობილიზებულები არიან ჩვენი უკვე გამოცდილი ექიმები კოვიდ მართვაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის, მკურნალობას გადის 3 500-მდე პაციენტი, აქედან გამომდინარე 2 000 საწოლი არის თავისუფალი და შემდეგი კვირის განმავლობაში კიდევ დამატებით 1 000 საწოლი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ამ დროისათვის მობილიზებულია ასევე 9 კოვიდსასტუმრო, სადაც მოქალაქეები მკურნალობას გადიან. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1226 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 688. საქართველოში ელიან, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი იქნება აპრილის ბოლოს და მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 21 აპრილს ისაუბრა. ასევე ნახეთ მესამე ტალღის პიკს ველოდებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში - ამირან გამყრელიძე 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 300 264 შემთხვევა. მათგან 283 557 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3981 ადამიანი. ...
წყარო

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ