კარანტინის გაუქმებიდან დღემდე, აფხაზეთიდან 1200-მდე მოქალაქე გადმოვიდა - მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში, სავალდებულო კარანტინის გაუქმების შემდეგ, 19 აპრილიდან დღემდე, 1200-მდე ადამიანი გადმოვიდა. განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ის მოადგილესთან, თმარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო აფხაზეთიდან გადმომსვლელთა ტესტირების პროცესს. მინისტრის თქმით, დღეში ადმინისტრაციულ საზღვარს, საშუალოდ 300 მოქალაქე კვეთს. მათგან კორონავირუსი კი მხოლოდ ორს დაუდასტურდა, რაც ძალიან ახარებთ, რადგან ხელმისაწვდომობა, რომელიც მათ ესაჭიროებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეზღუდულია. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეპიდვითარების კვლევასაც, და ასევე, მიზანმიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და მათ უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 19 აპრილიდან ოკუპირებული ტერიტორტიებიდან გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად კორონავირუსზე ტესტირება დაინერგა. ამ სიახლის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი მგზავრებით ისევ დაიტვირთა. მოქალაქეებს ტესტირება ენგურის ხიდთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში უტარდებათ. ცალკე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება ან დაუდასტურება კორონავირუსი, ცალკე კარავია, სადაც პირი დარჩება ჰოსპიტალში ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანამდე. ეს დამოკიდებულია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 5 დღიანი კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 14 აპრილს მიიღო, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა და თბილისში და მდინარე ენგურში ოთხი გალელის დაღუპვა....
წყარო

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ