„ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები გმობენ გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციის განცხადებას

სქესობრივ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას მიმართ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ განცხადებას გმობენ „ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები. როგორც განცხადებაშია ნათქვამია, წულაია დაკავებულია სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (სსკ 138-ე მუხლი) ბრალდებით. „პარტიების მხარდამჭერი განცხადება გოგი წულაიას მიმართ არის უკიდურესად შემაშფოთებელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე", - ნათქვამია განცხადებაში. „ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 138-ე მუხლი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და ასეთი ქმედებისთვის, მოცემულ საქმეზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული არის გავლენიანი ფიგურა და შეუძლია ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის, დაზარალებულზე ზეწოლის გზით. „პარტიები აღნიშნავენ, რომ „ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება,“ ეს ინფორმაცია არ დასტურდება სტატისტიკით (იხილეთ სასამართლოს განცხადება). პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელისშემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს", - აცხადებენ განცხადების ავტორები. „ქალთა მოძრაობა" და ქალთა ორგანიზაციები მოუწოდებენ: პოლიტიკურ პარტიებს გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან; მედიებს თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების „დანაშაულის პროვოცირებად“ შერაცხვისაგან. განცხადებას ხელ ს აწერენ: ქალთა მოძრაობა საფარი ქალები საქართველოდან ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) три 22 პოლიტიკური პარტია გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებაში მიუთითებს პოლიტიკურ ანგარიშსწორების შესახებ. ისინი წულაიას დაპატიმრებას ბერა ივანიშ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 10 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 11 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ