ვმსჯელობთ, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ეპიდსიტუაციის უკეთ სამართავად - ტიკარაძე

გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, ეს სიმართლე არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს ქვეყანაში მესამე ტალღაა და ელოდებიან პიკს, ამიტომ მსჯელობენ იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად მართოთ ლოკალურ დონეზე. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს იმსჯელებს. "ღრმად ვართ დარწმუნებული და გვჯერა, რომ ეკლესიის მხარდაჭერა, ისევე როგორც შარშან, იქნება ძალან აქტიური სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები. ეს ქნება იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის სრულ უსაფრთოებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ისინი ემზადებიან პიკისთვის, რისთვისაც გამოიცა ბრძანება 1000 საწოლის დამატების შესახებ. შესაბამისად, ქვეყანაში ორშაბათიდან 6500 საწოლი იქნება. ეკატერინე ტიკარაძისვე განცხადებით, სამედიცინო სექტორი გადატვირთულია და უნდა გაითვალისწინონ, თუ რა ზღვარზე მუშაობენ ექიმები წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მინისტრი მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო ენგურის ხიდზე, აფხაზეთიდან გადმომსვლელთა ტესტირების პროცესს. კარანტინის ნაცვლად ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლები, 19 აპრილიდან სწრაფ ტესტირებას ექვემდებარებიან....
წყარო

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 22 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ