ბჟანიას სურს ენგურის გავლით ვაჭრობა "სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესებისკენ" მიმართოს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მის თანაშემწეებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ. ბჟანიამ ეს პასუხი გასცა რუსული სააგენტოს, „ტასის“ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა დღეს უკვე ყოფილი თანაშემწის ქართველ ინვესტორებთან მოლაპარაკებით აფხაზურ ოპოზიციაში გამოწვეულ პროტესტს. ასლან ბჟანიას თანახმად, „ხსენებული თანაშემწე საქართველოში გაემგზავრა, როცა თანაშემწე უკვე აღარ იყო“. ასევე ნახეთ ბენურ კვირაია: „მე ვიყავი საქართველოში და კიდევ ჩავალ, რათა ინვესტიციები მოვიზიდო“ რუსული სააგენტოს შეკითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ „საქართველოსთან საზღვარი“ მთლიანად უნდა დაიკეტოს, არანაირი მოლაპარაკება არ უნდა წარმოებდეს და ნებისმიერი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა უნდა აიკრძალოს, ასლან ბჟანიამ უპასუხა, რომ „სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ქართულ სახელმწიფოსთან, როგორც ასეთი, არ არსებობს“. „ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისია მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფო აღიარებს შესაბამის ხელმოწერილ დოკუმენტებს“, - ამბობს ბჟანია „ტასთან“ ინტერვიუში. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, მდინარე ენგურზე გამავალი „სახელმწიფო საზღვრის“ გავლით ხალხი ჩადის (საქართველოში), ბრუნდება და ვაჭრობა მიდის: „აუცილებელია, ეს ვაჭრობა ჩვენ გავაკონტროლოთ და მივმართოთ ჩვენი სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფისკენ. ხაზს ვუსვამ, საუბარი არ არის საქართველოსთან ვაჭრობაზე. თუ ამით დაინტერესებული არიან რუსეთი და სომხეთი - და როგორც მესმის, ისინი დაინტერესებული არიან - მაშინ ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ აფხაზეთის გავლით ტვირთი ტრანზიტით გადიოდეს მესამე ქვეყნების გავლით. ეს არის ფულის შოვნის და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა. ამ საკითხში რაციონალურად მოქმედება გვინდა“. ასევე ნახეთ ასლან ბჟანიას საგარეო მისწრაფებები: მორიგი სიგნალი თბილისს ...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ