კოვიდვაქცინაცია რუხის კლინიკაშიც ჩატარდება

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია რუხის საავადმყოფოშიც ჩატარდება. მანამდე მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდებოდა. რუხის საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე. მინისტრის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს: "რა თქმა უნდა, რუხის კლინიკა, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული კოვიდმართვაში, მნიშვნელოვანი იყო ჩართულიყო ვაქცინაციის პროცესში. დღეს ჩვენ გავხსენით რუხის კლინიკაში ვაქცინაციის კაბინეტი, სადაც ხელმისაწვდომობა ექნებათ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტეეიტორიაზე", - განაცხადა ტიკარაძემ. "ლაივპრესის" შეკითხვაზე, თუ არსებობს მონაცემები, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რამდენმა პაციენტმა გამოთქვა ვაქცინაციის სურვილი, ტიკარაძემ განმარტა: "დღეს არის პირველი დღე და ეს ინფორმაცია ხელით არ მაქვს. თუმცა ველით საკმაოდ მაღალ აქტივიბას. ვინაიდან ჩვენ ვიყავით ენგურია ხიდზე სადაც 300 მდე მოქალაქე ყოველდღიურად გადმოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ჩვენ მათ ვთავაზობთ ვაქცინაციის პროცესში ჩართვას და დარწმუნებული ვართ რომ მათი აქტივობაც ეტაპობრივად გაიზრდება", - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება რუხის საავადმყოფოში გახსნილ დიალიზის კაბინეტს. ტიკარაძის ინფორმაციით, აქ დამონტაჟებულია დიალოზის 20 უახლესი თაობის აპარატი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომსახურების სტანდარტი: "მსგავსი კაბინეტი არის მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზუგდიდში, კერძოდ რუხის კლინიკაში. აქ დღესდღეობით იმყოფება და რეგისტრირებულია 110 პაციენტი, რომლებიც გადიან მკურნალობას და ჩვენ ველოდებით პაციენტების დამატებას. ამ კაბინეტს აქვს საშუალება 200-მდე პაციენტი მიიღოს", - აღნიშნა მან. მინისტრი რუხის კლინიკაში მოადგილესთან ერთად შეხვდა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მინისტრის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კოვიდპანდემიას და ვაქცინაციის პროცესს. მანამდე ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო ენგურის ხიდზე, აფხაზეთიდან გადმომსვლელთა ტესტირების პროცესს. ისინი 19 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, სწრაფ ტესტებს დაექვემდებარებიან....
წყარო

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 17 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ