თბილისი დღეიდან ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება

დღეს, 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. წიგნის დედაქალაქის სტატუსს თბილისი მალაიზიის დედაქალაქისგან, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტი თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტია და იგი ოფიციალურად დღის მეორე ნახევარში გაიხსნება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას. მათ შორის თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. ამ საკითხებზე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ისაუბრა პროექტ „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის მოადგილემ, ნინო კიკნაძემ. მისი თქმით, პროექტი მრავალფეროვანია და იგი საინტერესო შესაძლებლობებს აძლევს როგორ ავტორებს, ისე მთარგმნელებს: „ჩვენი პროექტის ფარგლებში გვექნება ორი ტიპის სარეზიდენციო პროგრამა. გვინდა, რომ ქართველ ავტორებს შევუწყოთ ხელი, შევუქმნათ პირობები რომ შექმნან ახალი ნაწარმოებები... რაც შეეხება მთარგმნელებს, გვინდა, რომ იმ ენებიდან, რომლებიდანაც იშვიათად ითარგმნება ლიტერატურა, შევუწყოთ ხელი და ერთი წლის განმავლობაში მათ დავუფინანსოთ ენის კურსი, რომელიც იქნება თარგმანთან კავშირში... ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომელთანაც ვითანამშრომლებთ იმისთვის,რომ მთარგმნელების პროფესიული შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ... მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროექტები. საჭიროება არსებობს და გვინდა ეს მიმართულებაც გავაუმჯობესოთ. განხორციელდება აუდიო წიგნების პროექტი, წლის ბოლომდე უკვე გვექნება 50-მდე აუდიო წიგნი“, - აღნიშნა ნინო კიკნაძემ. მისივე თქმით, სხვა აქტივობებთან ერთად, დაგეგმილია ასევე თბილისის სკოლების ბიბლიოთეკების განახლება. თბილისის მერიის თანახმად, თბილისისთვის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადაცემის საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ხოსე ბორგინო, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი ბოდურ ალ ქასიმი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე ამვარ ბინ მოჰდ ზაინი, პროექტის დირექტორი შეიხ ფაიზალ ბინ შეიხ მანსორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი მარისოლ შულცი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი ანა როუტსი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები. წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ