ჩეხეთსა და რუსეთს თანაბარი რაოდენობის, 32-32 თანამშრომელი ეყოლებათ მოსკოვისა და პრაღის საელჩოებში

ჩეხეთსა და რუსეთს მოსკოვსა და პრაღაში განლაგებულ თავიანთ საელჩოებში თანაბარი რაოდენობის, 32-32 თანამშრომელი ეყოლებათ, - ამის თაობაზე განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა, რომლის თანახმად, ამ რიცხვში შევა 7 დიპლომატი და ადმინისტრაციულ-ტექნიკური შემადგენლობის 25 კაცი. ამასთან უცვლელი დარჩება გენერალური საკონსულოების თანამშრომელთა რაოდენობა რუსეთისა ჩეხეთში და ჩეხეთისა - რუსეთში. მანამდე პრაღამ რუსეთისგან მოითხოვა, რომ ხუთშაბათის 12:00 საათამდე დაებრუნებინა მოსკოვის საელჩოში 20-ვე გაძევებული ჩეხი დიპლომატი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩეხეთის ხელისუფლებაც პროპორციულ ზომას მიმართავდა რუსეთის საელჩოს წინააღმდეგ. პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიზა ზახაროვამ ჩეხეთს შესთავაზა: „ასეთი ულტიმატუმი ნატოს შიგნით ურთიერთობისთვის გამოეყენებინა“. ამის შემდეგ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვენის კონვენციის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება იმდენივე კაცით შეემიცრებინა რუსეთის საელჩო ჩეხეთში, რამდენიც მოსკოვის ნაბიჯის შედეგად დარჩა მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, კულჰანეკის თანახმად, დღეისთვის მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში დარჩა ხუთი ჩეხი დიპლომატი და 19 ადმინისტრაციული თანამშრომელი; რუსი დიპლომატების ბოლო გაძევების შემდეგაც რუსეთის საელჩოს ჩეხეთში რჩებოდა 27 დიპლომატი და 60 ადმინისტრაციული თანამშრომელი. მოგვიანებით იაკუბ კულჰანეკმა განაცხადა, რუსეთის საელჩოს ასევე 5 დიპლომატამდე შემცირების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოითხოვა ასევე ჩეხეთის სენატმა, რომელმაც მოუწოდა ჩეხეთის მთავრობას, რომ გაწყვიტოს რუსეთთან ხელმოწერილი მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ჩეხეთის მთავრობის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება მოხდა მას მერე, რაც გაირკვა, რომ სპეცსამსახური და პოლიცია რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებასთან კავშირში. კრემლმა უარყო პრაღის ბრალდება. ჩეხეთის სენატმა ამ ფაქტს, უწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის და, შესაბამისად მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული "სახელმწიფოებრივი ტერაქტი". პრაღასა და მოსკოვს შორის ამჟამინდელი დიპლომატიური კონფლიქტი უდიდესია 1989 წლის შემდეგ, ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ჩამოაშოროს „დუკოვანის“ ატომური სადგურის მეხუთე ბლოკის მშენებლობის მრავალმილიარდიან ტენდერში მონაწილეობას. ...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 2 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 3 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ