ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

ბავშვის თანდასწრებით, ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი კაცი სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. წყვილის ადვოკატის, ცირა ჯგერენაიას ინფორმაციით, ბრალდებულმა უკვე გადაიხადა გირაო და ის თავისუფალია. „კაცს, ასევე, აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მიახლოება ორივე გოგოსთან. გამოწერილია შემაკავებელი ორდერიც“. ადვოკატს მიაჩნია, რომ გათავისუფლების პირობა საკმარისი არ არის და შეიცავს საფრთხეს, რომ ამ ადამიანის მხდიდან ისევ განმეორდეს თავდასხმა. „ეს ადამიანი არ უნდა იყოს გარეთ. მით უმეტეს, რომ მას მთელი უბნის „საძველბიჭოს“ მხარდაჭერა აქვს. ეს გოგოები კი ამ მონსტრების კბილებში არიან აბსოლუტურად დაუცველები“, - ამბობს თამაზ სოზაშვილი, ლგბტქ ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი და განაგრძობს: „ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ადამიანი არ მიუახლოვდება, მიუვარდება და ფიზიკურად არ გაუსწორდება?“ შემთხვევა 20 აპრილს მოხდა. „თბილისი პრაიდის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, სახლში დაბრუნებულ წყვილს 35 წლის მეზობელი კაცი მიუახლოვდა, მანქანას ფეხი მიარტყა და ჰომოფობიური შეძახილებით მიმართავდა: „წადით აქედან, ლესბიანკებო”, „წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის”, „აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ”. გინება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ყვირილზე გარეთ გამოსული სხვა მეზობლები ქალებს არ დახმარებიან. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ ქალს დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. წყვილს პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამასთან, თამაზ სოზაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კითხვები ჩნდება გამოძიებასთან, რომელიც, ალბათ, სათანადო სენსიტიურობით არ მიუდგა საქმეს. სოზაშვილის თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის თავდამსხმელს მხოლოდ გაფრთხილება მიეცა. „ადამიანმა პატრულის ეკიპაჟი ჩაწიხლა. ერთი ეკიპაჟი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ დაეკავებინათ ეს ადამიანი და დამატებით ორი ეკიპაჟის მისვლა გახდა საჭირო ადგილზე. და ამაზე სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა“. მისივე მტკიცებით, „ასეთი გადაწყვეტილებები ახალისებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს“. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. დაზარალებული წყვილი კი არ აპირებს დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი სახლი. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. ...
წყარო

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 8 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ