წვევამდელების ღირსების შეურაცხყოფისა და მათზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს - რომელთაც ბრალად ედებათ წვევამდელების ღირსების შეურაცხყოფა, მათზე ძალადობა და უფლებამოსილების გადამეტება - აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულ გიორგი ბიჩინაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლე რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა 9-თვიანი გამოძიების საფუძველზე. ისინი - გამოძიების მტკიცებით - წვევამდელებს სისტემურად, მძიმე ეკიპირებით, ზოგჯერ 10-11 საათის განმავლობაში, კბილის ჯაგრისებით ახეხინებდნენ საპირფარეშოს იატაკებსა და უნიტაზებს, რითაც შელახეს მათი ღირსება და გადაამეტეს საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. კბილის ჯაგრისით საპირფარეშოს ხეხვა: წვევამდელთა დასჯის ფართო პრაქტიკა თუ გამონაკლისი? გიორგი ბიჩინაშვილს ბრალად ედება პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დიმიტრი დევდარიანს კი - პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ