ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალიდან აცრილია 5 000 ადამიანი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ამ დროისათვის საქართველოში აცრილი სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 5 000 ადამიანს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, 15 მაისამდე დაჯავშნილ 22 000 ვაქცინაციას შორის, 4000 სამედიცინო პერსონალს ეკუთვნის. საქართველოში, სამედიცინო სფეროს 71 ათასზე მეტი წარმომადგენელია აღრიცხული. მათ შორის, ექიმები, ექთნები, სანიტრები. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. რაც შეეხება ზოგად სურათს, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში სულ 35 000 ადამიანია აცრილი: „დღევანდელი რიცხვით აცრილია ქვეყანაში 35 000-მდე ადამიანი. გუშინ გვქონდა ყველაზე მაღალი 24 საათში, 1600-მდე აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს ყოველდღიურად გვჭირდება სადღაც 2-დან 3 000-მდე აცრა და შემდეგ თანდათან ეს უნდა მოვუმატოთ და ივლისისთვის უნდა ავიდეთ ყოველდღიურ აცრებზე 10-დან 12 000-მდე მაინც, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ქვემო ქართლში, სადაც იგი იმუნიზაციის საკითხის მდგომარეობის შესაფასებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, სამიზნე მაჩვენებელი მოსახლეობის 60 პროცენტის დეკემბრამდე აცრაა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 1271 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 729. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 301 535 შემთხვევა. მათგან 284 286 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3992 ადამიანი. ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ