დავით ნარმანია: „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“. მისი განცხადებით, მთავარია გავიგოთ, რა სჭირდება ქვეყანას და მის საზოგადოებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს „სახელმწიფოებრივი ინტერესი“. „კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს“, - აცხადებს ის: „მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს და, შესაბამისად, ჩვენი ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული, ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში და უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანაში, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს. სწორედ იქ გაედინება ჩვენგან ვალუტა, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც, არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აცხადებს დავით ნარმანია და იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე საზოგადოებას შორის, ჰესის აშენების საკითხზე რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები დღეს ელიან ხელისუფლებისგან პასუხს იმაზე, დაკმაყოფილდება თუ არა მათი სამი მთავარი მოთხოვნა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი დიალოგის გაგრძელება. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 16 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ