„ჯორჯიან მანგანეზი" მზად არის, მაღაროელის ანაზღაურება 250 ლარით გაზარდოს

ჭიათურაში შექმნილ მოვლენებს ეხმაურება შპს „ჯორჯიან მანგანეზი“. კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. „ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 1 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსესუსის მიღწევაზე, კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, პროფკავშირებთან წარმოებული არაერთი შეხვედრის და ინტენსიური მოლაპარაკების საფუძველზე, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება. კერძოდ, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“. ასევე ნახეთ “ჯორჯიან მანგანეზი” ალყაში - ხელისუფლება გარემოსა და ხალხის წინააღმდეგ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები გაჩერებულია, მაღაროელების გაფიცვის გამო. მათი ერთადერთი მოთხოვნა ხელფასის მატებაა. „გაფიცულია 3000-ზე მეტი ადამიანი ერთადერთი მოთხოვნით - გაიზარდოს ხელფასი 50%-ით“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას პროფკავშირში. მათივე ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შემოთავაზებაა 250 ლარის მატება თითოეულ დასაქმებულს, რაც საშუალოდ 25%-ის მატებას ნიშნავს. წინადადება პროფკავშირებისთვის მისაღები არ არის, გაფიცვა გაგრძელდება. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 13 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 15 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ