ამირან გამყრელიძე: „სინოფარმით“ შესაძლოა აიცრან მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები და სხვა ჯგუფები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოსახლეობის იმუნიზაცია „სინოფარმის“ ვაქცინით შესაძლოა გარკვეულ ჯგუფებში მოხდეს. „მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, მაგალითად, პოლიცია, მაგალითად, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე და ასე შემდეგ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ქვემო ქართლში, სადაც იგი იმუნიზაციის პროცესისა და კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მდგომარეობის შესაფასებლად იმყოფებოდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი წინადადებები „სინოფარმით“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს წარედგინება და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად საბჭო მიიღებს. მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომა ორშაბათს, 26 აპრილს გაიმართება. „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილიდან იხსნება, „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესის დაწყება კი მაისში, სააღდგომო დღესასწაულების დასრულების შემდეგ იგეგმება იმის მიუხედავად, ექნება თუ არა მას ამ დროისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. ამირან გამყრელიძის თანახმად, „სინოფარმის“ დამატებით ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს. დღეს ქვეყანაში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 35 000-მდე ადამიანია აცრილი. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 729. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 33 წუთის წინ

Elza

თბილისი
  • 33 წუთის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ