კალაძე: ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ პოლიტიკიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და იგი განაგრძობს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. „მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციებს, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“, - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად. „მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. პირველადი დიაგნოზით, თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ჰქონდა, თუმცა, დიაგნოზი არ დაუდასტურდა. დამატებითი კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას აქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად იგი უცხოეთშიც იმყოფებოდა. ასევე ნახეთ კახა კალაძე: დამატებითი კვლევები ჩავიტარე და ყველანაირად კარგად ვარ ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ