ქუთაისში აჯარიმებენ ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც  „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაში  მონაწილეობდნენ

23 აპრილს ადვოკატმა ლევან ჭელიძემ ქუთაისის საპატრულო პოლიციას მიმართა მათ მიერ დაჯარიმებული 50-მდე მოქალაქის საჩივრით. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 14 აპრილს გამართულ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისული ათეულობით მოქალაქე ავტომანქანების გაჩერებისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. „პატრულმა მოქალაქეების დაჯარიმება 15 აპრილს დაიწყო და დღემდე აგრძელებს. მიზეზი - მოედანზე ავტოსაგზაო მოძრაობის შეფერხებაა“, - აცხადებს ლევან ჭელიძე. ადვოკატის შეფასებით, ჯარიმები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ჯარიმა დაუწერეს ავტომანქანის მფლობელს და არა იმ პირს, რომელიც ავტომანქანას 14 აპრილს მართავდა. უფლებადამცველის განცხადებით, ის სარჩელს საქალაქო სასამართლოშიც შეიტანს და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვს. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 14 აპრილს, ქუთაისში გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალქო აქტივისტი ლაშა მესხი საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან აქციაში მონაწილე მოქალაქეების დაჯარიმებას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს: „ადამიანები დაისაჯნენ 200-ლარიანი ჯარიმით მხოლოდ იმის გამო, რომ სოლიდარობა გამოუცხადეს რიონის ხეობის მცველებს, რაც წარმოუდგენელია. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პროტესტის მიმართ დიქტატორული მიდგომა. დემონსტრანტებმა მშვიდობიანად გადაკეტეს გზა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი იყო და ეს თავისთავად მოხდა. სოლიდარობის აქცია იყო კანონის ფარგლებში და ის, რომ პოლიცია დღემდე დასდევს მოქალაქეებს და აჯარიმებს - ეს დიქტატორული ქმედებაა“. 14 აპრილს სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ და სოფელ გუმათში ავტომანქანებით მსვლელობა დაგეგმეს, თუმცა მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა რომ სოფლისკენ მიმავალი გზა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ და პროტესტის გამოხატვა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გააგრძელეს. ასეულობით ავტომანქანა მოედანზე გაჩერდა. შეჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც. მოგვიანებით აქციაზე გუმათიდან მივიდნენ მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ღამე ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან გაათია. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ