გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდსტაციონარი ამოქმედდა

„გორმედის“ ქსელის გენერალური დირექტორის ანდრია მიზანდარის თქმით, „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში დღეიდან კვლავ კოვიდსტაციონარი ამოქმედდა. მისი ინფორმაციით, კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას და კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად, იზოლირებულ კორპუსში, გამიჯნულ სივრცეებში კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას. „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მიიღებს კოვიდპაციენტებს გორის ცენტრალური კლინიკის იზოლირებულ კორპუსში. ამ ეტაპზე, კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილია 110 სტაციონარული საწოლი, აქედან, 6 - რეანიმაციული. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შევძლებთ კიდევ რამდენიმე ათეული საწოლის მობილიზებას. აქვე აღვნიშნავ, რომ კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას. კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად, იზოლირებულ კოსპუსში, გამიჯნულ სივრცეებში „გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას“, - განაცხადა ანდრია მიზანდარმა. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 751 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1271 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 4.42%; ბოლო 7 დღის - 4.55%; ბოლო 14 დღის - 3.75%. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 12 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ