კიდევ 1275 პირი დაჯარიმდა რეგულაციების დარღვევისთვის

ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 275 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 88 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 036 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 151 ფაქტი გამოვლინდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს....
წყარო

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 6 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ