ასობით ადამიანი დაესწრო პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანი მამაკაცის დაკრძალვას მინეაპოლისში

ასობით მგლოვიარე დაესწრო დონტე რაიტის დასაფლავებას მინეაპოლისში, სადაც ათი დღის წინ 20 წლის შავკანიანი მამაკაცი პოლიციამ გასროლით მოკლა, როცა მისი მანქანა შესამოწმებლად გააჩერეს. რაიტი, 11 აპრილს, მინეაპოლისის გარეუბანში, ბრუკლინ სენტერში მოკლა პოლიციელმა, რომელსაც, როგორ ჩანს, პისტოლეტი ელექტროშოკის იარაღში აერია. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ რაიტი ვადაგასული რეგისტრაციის გამო გააჩერეს და მისი დაპატიმრება სცადეს შეიარაღებული ძარცვის, პოლიციისგან გაქცევის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო. პოლიციის სამკერდე კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ ეწინააღმდეგება რაიტი პოლიციას და ცდილობს თავის მანქანაში ჩაჯდომას, როცა მას ესვრიან. მანქანა შემდეგ რამდენიმე ქუჩას გაივლის და ხდება შეტაკება. თეთრკანიანმა პოლიციელმა, რომელმაც რაიტს ესროლა, ინციდენტის შემდეგ დატოვა სამსახური და ის მეორე ხარისხის არაწინასწარგანზრახვით მკვლელობაშია ბრალდებული. დაკრძალვა გაიმართა ორი დღის მერე მას შემდეგ, რაც მინეაპოლისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გასული წლის მაისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო თეთრკანიანი პოლიციელი. ამ მკვლელობამ საყოველთაო პროტესტი გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით რასობრივი სამართლიანობისთვის. რაიტის გასვენებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, აქტივისტები და ოჯახის წევრები სხვა შავკანიანი ადამიანებისა, რომლებიც პოლიციამ მოკლა. ...
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Нора

თელავი
  • 7 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 9 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ