პანკისში "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და „რიონის ხეობის მცველებს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის ორგანიზატორის, თემურ ცათიაშვილის თქმით, „პანკისელებს ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ იზიარებს“ და თუ საჭირო გახდება, „რიონის ხეობის მცველებს“ ფიზიკურადაც შეუერთდებიან. „ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს. მართალია, პროტესტის გამო აქ სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა ჰესის აშენებაზე საბოლოოდ უარს არ ამბობენ. მხარს ვუჭერთ და სრულად ვიზიარებთ რიონის ხეობის მცველების მოთხოვნას. თუ საჭირო გახდა, ჩვენ იმერეთშიც ჩავალთ და ადგილზე მივიღებთ მონაწილეობას აქციებში. ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ხალხს უნდა მოუსმინოს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას თემურ ცათიაშვილმა. აქცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პანკისში გამართული აქციის მონაწილეებმა გაახმაურეს იგივე მოთხოვნები, რაც „რიონის ხეობის მცველებს“ აქვთ: გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკასათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. Embed share "სოლიდარობა პანკისელებისგან, რიონის ხეობის მცველებს" - აქცია სოფელ ბირკიანში Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:02:07 0:00 პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურის - „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას 2019 წლის აპრილში მოჰყვა მწვავე პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. პანკისელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ ბირკიანში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია. აქციის მონაწილეები კახეთში დაგეგმილი კიდევ ერთი ჰესის მშენებლობასაც აპროტესტებენ. ამ შემთხვევაში ლაპარაკია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურზე, სადაც სოფლიდ...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 18 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 8 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ