სინიანის წარმომადგენელი აკრიტიკებს ბრიტანეთის მხრიდან უიღურების მიმართ მოპყრობის გენოციდთან შედარებას

ჩინეთის სინიანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის კომუნისტური პარტიის პრესმდივანმა გააკრიტიკა ბრიტანეთის მხრიდან სინიანში უიღურების და სხვა უმცირესობების მიმართ მოპყრობის გენოციდთან შედარება და მას „სრულიად უსაფუძვლო“, „ფაქტებთან შეუსაბამო“ უწოდა. გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 1 მილიონი უიღური და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლები არიან დაკავებული სინიანის ბანაკებში. იუწყებიან, რომ მათი უფლებები უხეშად ირღვევა, მათ შორის, იძულებითი სტერილიზაციის და მუშაობის იძულების ფორმებით. პეკინს გენოციდში ადანაშაულებენ აშშ-ის მთავრობა და ბელგიის, ჰოლანდიის, კანადის პარლამენტები. ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 22 აპრილს მიიღო არასავალდებულო ძალის დოკუმენტი, რომელიც აცხადებს, რომ სინიანში უიღურების და სხვა მუსლიმი უმცირესობების წინააღმდეგ სჩადიან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს და გენოციდს. ჩინეთის მთავრობა სისტემატურად უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბანაკები, რომლებიც, მისი თქმით, ახლა დახურულია, ექსტრემიზმის საწინააღმდეგო, ხელობის დასაუფლებელი ცენტრები იყო. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ