“არანაირი საფუძველი და წინაპირობა, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო, არ არსებობდა, ამიტომ ამის მიღმა „რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს“”

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, არანაირი საფუძველი და წინაპირობები იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარიყო არ არსებობდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ პროცესი გაეგრძელებინა იმ პოლიტიკოსს, რომელმაც მოლაპარაკებების პროცესში წარმატებას მიაღწია, ამიტომ განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა ვინმე ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს, გაუგებარია. „ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისგან, მითუმეტეს, გადადგომა, იმიტომ, რომ არანაირი წინაპირობა, რომ ეს ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, არ იქმნებოდა. წარუმატებელი მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო და გადამდგარიყო, მაშინ გასაგებია, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის ამ მოლაპარაკებებში, მათ შორის არის არჩილ თალაკვაძეც, ამიტომ, რაღაც მთლად ლოგიკური განცხადება, ჩემი აზრით, არ არის. არ ყოფილა ის ცუდი სპიკერი, ამას შეიძლება ხაზი გავუსვათ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადადგომის მიღმა უფრო რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს ეს პროცესი. მე მგონია, რომ, პირიქით, პროცესი მას უნდა გაეგრძელებინა, ვინც წარმატებას მიაღწია ამ მოლაპარაკებების დროს. ამჟამად რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ვერ ვხვდები, მაგრამ, ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, უფრო რეალური მიზეზი გამოჩნდეს თუ რატომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა ძაბირაძემ....
წყარო

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ