ASEAN-ის ლიდერები ბირმაში (მიანმარი) საგანგებო წარმომადგენელს გაგზავნიან

რეგიონულმა ლიდერებმა ბირმას (მიანმარი) მოუწოდეს შეწყვიტოს თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიმდინარე ძალადობა და დემონსტრანტების მკვლელობები და საგანგებო დელეგაციას ქვეყანაში ვიზიტის უფლება დართოს. ეს განცხადებები გაკეთდა 24 აპრილს, ჯაკარტაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ბირმის ხუნტის ლიდერი, მინ აუნ ჰლაინი, ექვსი სახელმწიფოს ლიდერები და სამი საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის ქვეყნების ასოციაციიდან (ASEAN). საგანგებო შეხვედრა ASEAN-ის წევრმა ქვეყნებმა მოიწვიეს, ბირმაში დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ზეწოლის შეწყვეტის მიზნით. მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, მუჰიდინ იასინმა იმედი გამოთქვა, რომ ბირმაში ხუნტა სერიოზულად მოეკიდება მალაიზიის რეკომენდაციას პოლიტიკური პატიმრების სწრაფად და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ. ინდონეზიის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს განცხადებით, ASEAN-მა უნდა დანიშნოს საგანგებო წარმომადგენელი, რომელიც ბირმაში ყველა მხარესთან გამართავს მოლაპარაკებას. სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა, ლი სიან ლუნმა ბირმის ოფიციალურ პირებს მოუწოდა ASEAN-ის და გაეროს საგანგებო წარმომადგენლებს ქვეყანაში ვიზიტის უფლება დართონ. მან ასევე თქვა, რომ ხუნტის ლიდერი, მინ აუნ ჰლაინი მიესალმა ASEAN-ის მხრიდან "კონსტრუქციული როლის" შესრულებას მიმდინარე მოვლენებში. ადგილობრივი დამკვირვებლების თქმით, ხუნტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებზე ზეწოლას ბირმაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დააპატიმრეს. გასულ თვეში ბირმაში გაეროს წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ ბირმა "შეუმდგარ სახელმწიფოდ გადაქცევის პირასაა". ...
წყარო

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 20 წუთის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ