რეგულაციების დარღვევის 1150 ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 150 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 117 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 896 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 137 ფაქტი გამოვლინდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 16 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 22 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ