ბათუმში "რიონის ხეობის მცველების" მხარდამჭერი აქციის მონაწილე დააკავეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აქციის მონაწილე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის, პოლიციელების მიერ აკრძალვის საწინააღმდეგოდ, ზებრა გადასასვლელზე გადავიდა. თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, პოლიციამ „რიონის ხეობის მცველთა“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს მემედ აბაშიძის გამზირზე გადაუკეტა გზა და ზებრა გადასასვლელის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდა, საპროტესტო მსვლელობის დროს. 24 აპრილს ბათუმში აქცია ევროპის მოედანზე დაიწყო, სხვა ქალაქებში გამართული ანალოგიური აქციების პარალელურად. რის შემდეგაც, დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში ტრანსპარანტებით მსვლელობა დაიწყეს. აქციის ორგანიზატორები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას კორდონი მოეხსნა და მათთვის ქუჩის გადაკვეთის საშუალება მიეცა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ალბერტ არაქილოვი ზებრა გადასასვლელზე მაინც გავიდა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. „ეს იყო საპროტესტო მსვლელობა. ჩვენ არ ვკეტავდით ქუჩას, ეს იყო სიმბოლური პიკეტი, ვგეგმავდით მოძრაობას ზებრა გადასასვლელზე. პოლიციამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა და მოქალაქე მაშინ დააკავა, როცა რიონის ხეობის მცველთა მხარდასაჭერი ტრანსპარანტით ზებრაზე გადადიოდა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სოლიდარობის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აზა გაბუნიამ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ. დაკავებული დემონსტრანტის უფლებებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ...
წყარო

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ