"რიონის ხეობის მცველებმა" და მათმა მხარდამჭერებმა ქუთაისის მთავარი გამზირი გადაკეტეს

სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. три აქცია ქუთაისში ამ წუთებში მიმდინარეობს. ისმის შეძახილები: „საქართველო, საქართველო!“. აქციის მონაწილეთა ნაწილი ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია და ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ უკან არავინ დაიხევს. „ამას ჩვენ არ შევეგუებით. არ შევეგუებით იმას, რომ ქვეყანაში, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენი უფლებები იყოს ბოლო ადგილზე გადატანილი და პირველ ადგილზე იყოს დაყენებული ვიღაცეების კერძო ინტერესები და მათ შევწიროთ ჩვენი საერთო ინტერესი და ჩვენი სახელმწიფო ინტერესი... შეიძლება მათი ოცნებაა, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ პირობას ვაძლევთ, რომ ეს ასე არ იქნება... საფლავში ჩავყვებით ყველა ამ ადამიანს... ჩვენ არავის პარტიული და პოლიტიკური ნიშნით არ ვებრძვით. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ინტერესებისთვის“ - განაცხადა ქუთაისში გამართულ აქციაზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.три 23 აპრილს „რიონის მცველებმა“ ოთხი მთავარი მოთხოვნა გამოაქვეყნეს: 1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. 2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". 3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. 4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება „რიონის ხეობის მცველების“ მიერ წამოყენებული მოთხოვნების საპასუხოდ. ტექსტში ვკითხულობთ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიქირაოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც შეისწავლის "კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას". ასევე, მთავრობა აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან" და "კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში". „რიონის ხეობი...
წყარო

Babi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 5 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ