თურქეთმა შეტევა წამოიწყო ჩრდილოეთ ერაყში

თურქეთმა ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქურთი გასამხედროებული პირების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში და მათ წინააღმდეგ რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანა - იუწყებიან ოფიციალური პირები და ადგილობრივი მედია 24 აპრილს. არმიამ აკრძალული, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ობიექტებზე დარტყმები განახორციელა მეზობელ ქალაქ ჰაკარიში, სამხედრო თვითმფრინავებით და საარტილერიო ცეცხლით, 23 აპრილს, გვიან ღამით - ამ ცნობას თურქეთის ტელევიზია ავრცელებს. ამავე ცნობით, შეტაკებებს შეუერთდნენ საგანგებო დანაყოფები, შეიარაღებული დრონები და ვერტმფრენები. სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის სიტყვებს, რომ შეტევის მიზანია "მკვლელების ჯგუფის განადგურება". ერდოანი აცხადებს, რომ რამდენიმე ტერორისტი განადგურდა და დასძენს, რომ თურქეთი პატივს სცემს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას. ბაღდადს და ჩრდილოეთ ერაყის ქურთთა ავტონომიურ რეგიონს ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენიათ. თურქეთი ჩრდილოეთ ერაყზე ხშირად ახორციელებს დარტყმებს, რომელიც, მისი თქმით, მიზანში იღებს PKK-ის. ამ გაერთიანებას აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ