ბაიდენმა პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა გენოციდად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა გენოციდად სომეხთა ხოცვა-ჟლეტა პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში. ბაიდენის ეს განცხადება გავრცელდა 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს. საპრეზიდენტო კანდიდატობის რანგში ბაიდენი აცხადებდა, რომ გადადგამდა ამ, დიდწილად სიმბოლურ ნაბიჯს. სომხები ათწლეულების განმავლობაში ითხოვენ ამ ცნების, გენოციდის გამოყენებას მაშინდელი მასობრივი მკვლელობების და დეპორტაციების აღსაწერად, მაგრამ ამ სიტყვას გადაჭრით უარყოფს თურქეთი. თეთრმა სახლმა 23 აპრილს გამოაცხადა, რომ ბაიდენი ელაპარაკა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. სააგენტო როიტერსი ავრცელებს წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ბაიდენმა ერდოანს შეატყობინა 24 აპრილს გენოციდის აღიარების გეგმის შესახებ. პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში, ოსმალეთის იმპერიაში თურქებმა დახოცეს ან დეპორტაციას დაუქვემდებარეს 1,5 მილიონი სომეხი - ქრისტიანი უმცირესობა ძირითადად მუსლიმურ იმპერიაში. ბევრი ისტორიკოსი და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, ამ მკვლელობებს გენოციდად მიიჩნევენ. ანკარა აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა ოსმალეთის მთავრობის გეგმას სომეხთა გასანადგურებლად. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 თვის წინ