ერთი შეცდომა გვაქვს, რისთვისაც გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, რომ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონი „თვალისმთხრელ ჯალათებზე“ არ გავრცელდება. მისივე განმარტებით, ერთადერთ შეცდომად, 20 ივნისის დაზარალებულებთან წინასწარ კომუნიკაციის არ ქონას მიიჩნევს და მათ ბოდიშს უხდის. „ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჯალათებზე არ ვრცელდება. ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს, კონვენციით დაცული მუხლებია. იმედი მაქვს, ამ სპეკულაციებს არ გააგრძელებენ პოლიტიკოსები. ღიად ვაცხადებ, ეთადერთი ჩვენ შეცდომად, რასაც მივიჩნევ არის, ეს ერთი შეცდომა გვაქვს და გულწრფელად ამისთვის ვიხდი ბოდიშს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია, რომ კარგად აგვეხსნა, რაზე იყო საუბარი. ამას ნამდვილად ვთვლი ჩვენ შეცდომად. გუშინ, შოთა დიღმელაშვილმა შეგვახსენა და ვეთანხმები მას და „სირცხვილიას“. ამიერიდან მუდმივად გვექნება ეს საკითხი. უბრალოდ ტურბულენციურ გარემოში სამწუხაროდ, ეს თემა ვერ დავაორგანიზეთ. ეს არის ჩვენი შეცდომა და ბოდიში დაზარალებულებს. რაც შემიძლია ვთქვა, რომ თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის შესახებ კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება არც ერთ შემთხვევაში. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ და დაზარალებულების თანხმობა ეს არის პრაქტიკა ყველა ამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ. მთავარია ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა მივხედოთ, რომ შეთანხმება დროულად შესრულდეს. ის რა პასუხისმგებლობაც გვაქვს აღებული, აუცილებლად, ამაზე ვიმუშავებთ. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ოპოზიციის ლიდერებთან დღევანდელ შეხვედრაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს. „ამ შეთანხმების შესრულებაზე არის დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რაც სენატმაც და ევროპარლამენტმაც დაადასტურა. მინდა იყოს ერთი კანონპროექტი, იმიტომ რომ ამ დოკუმენტმა ჩვენ ყველას დაგვაკისრა, რომ შეთანხმების გზით ვიაროთ და არა კიდე კონფლიქტების და დაპირისპირებების. თუ ვინმეს დასჭირდება განმარტება არის პროტოკოლები ჩანაწერების. ჩემი აზრით განმარტებით ბარათებზე კიდე მიკითხვა საელჩოებში აღარ დაგვჭირდება და კაცურად, ადამიანურად, პატიოსნად მივუდგებით ამ საკითხის იმპლემენტაციას“, – აღნიშნა ვაშაძემ....
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 5 საათის წინ