ამნისტიის კანონპროექტში უნდა ჩაიდოს პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე

ამნისტიის კანონპროექტში უნდა ჩაიდოს პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე – ეს არის ამნისტიის კანონპროექტის სულისკვეთება, დაზარალებულის თანხმობა ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ამნისტიის კანონი მომავალში ჩატარებულ გამოძიებაზე ან დადგენილ დამნაშავეებზე ვერ გავრცელდება. „ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ამნისტია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ წაყენებული ბრალი, დემონსტრანტების მხრიდან, ეს არის 16 ადამიანი და სამ პოლიციელზე არის საუბარი, თუმცა ჩემი აზრი მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი რაც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპროექტში – ეს არის პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე. ვნახოთ რა პოზიცია ექნება “ქართულ ოცნებას” ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ ჩემი სურვილი, რომ მოხდეს ისეთი ვერსიის მიღება ამნისტიის კანონპროექტის, რომელსაც შეძლებენ რომ მხარი დაუჭირონ ხელმომწერმა მხარეებმა, ანუ ყველამ ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, მაგრამ ცხადია ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიციები და ამ პოზიციების დათმობა და გადახედვა ცხადია, არ მოხდება, უკვე უშუალოდ კანონპროეტზე მუშაობის პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პრინციპი, რაც ყველას მნიშვნელოვნად მიაჩნია იმიტომ, რომ ეს არის ამნისტიის კანონპროექტის სულისკვეთებაც და დაზარალებულის თანხმობა, ჩვენი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვთქვა, რომ აქ საუბარი არის კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ დაზარალებულებზე და ეს ამნისტიის კანონი ვერანაირად ვერ გავრცელდება მომავალში ჩატარებულ გამოძიებაზე ან დადგენილ დამნაშავეებზე, მომავალის ქმედების ძალა ამ ამნისტიის კანონპროექტს არ ექნება – ეს იქნება შეზღუდული, შესაბამისად დროში“, – განაცხადა სამადაშვილმა....
წყარო

Mariko

თბილისი
  • 15 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 7 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 15 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ