ფაშინიანის გადადგომით გზა გაეხსნა ვადამდელ არჩევნებს სომხეთში

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა, რითიც ოფიციალურად გაუხსნა გზა საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც უნდა განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. "პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმების შესაბამისად, დღეს თანამდებობას ვტოვებ, რათა 20 ივნისს გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", - წერს ფაშინიანი ფეისბუკზე 25 აპრილს. ფაშინიანის თქმით, ის არჩევნებამდე აპირებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას და კენჭისყრასაც გეგმავს. "მე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები", - აცხადებს ფაშინიანი, რომელიც კენჭს იყრის მისი სამოქალაქო კონტრაქტის პარტიიდან. "თუკი ხალხი გადაწყვეტს, რომ ეს პოსტი უნდა დავტოვო, მათ ნებას დავემორჩილები, ხოლო თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში უნდა გავაგრძელო მუშაობა, ამ შემთხვევაშიც შევასრულებ მათ ნებას". ფაშინიანის ნაბიჯის ფონია სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობაში ახლახან შეტანილი ცვლილებები, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, ხელსაყრელია ფაშინიანის გამარჯვებისთვის. ცვლილებები, რომლებიც შეიმუშავა ფაშინიანის ალიანსმა "ჩემი ნაბიჯი", ცვლის რესპუბლიკური პარტიის მიერ შემოღებულ საარჩევნო კანონს 2016 წელს, ანუ ორი წლით ადრე მანამ, სანამ ფაშინიანი პრემიერის თანამდებობაზე მოვიდოდა, პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლების ტალღით. ახალი ცვლილებებით სომხეთის საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ამ დრომდე სომხეთის მოქალაქეები ხმას აძლევდნენ როგორც პარტიებს და ალიანსებს, ისე ცალკეულ კანდიდატებს, შემდეგი არჩევნები კი მხოლოდ პარტიული სიების საფუძველზე გაიმართება. სომხეთში პოლიტიკური კრიზისია მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ნოემბერში ხელი მოაწერა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან ომის დასასრულებლად. ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ფაშინიანი მარტში დათანხმდა ვადამდელი არჩევნების ივნისში ჩატარებას. გამოკითხვები მოწმობს, რომ ბოლო პერიოდში ფაშინიანის მთავრობისადმი მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად იკლო - მისი რეიტინგი 60 პროცენტიდან დაახლოებით 30 პროცენტამდე შემცირდა. ...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 6 დღის წინ