ამერიკელი სომხები მიესალმნენ ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას

ამერიკელი სომხები მიესალმნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად ეღიარებინა გენოციდად - თუმცა ამ აღიარებამ მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია ანკარაში, რომელმაც აშშ ისტორიის გადაწერის მცდელობაში დაადანაშაულა. 24 აპრილს ბაიდენი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ცნება გენოციდი გამოიყენა ოფიციალურ განცხადებაში - ეს განცხადება გავრცელდა გენოციდის ხსოვნის დღეს. ამერიკელი ხალხი "პატივს მიაგებს ყველა სომეხს, რომელიც დაიღუპა 106 წლის წინ, ამ დღეს დაწყებული გენოციდის შედეგად", - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, სომეხმა იმიგრანტებმა "უამრავი ფორმით გაამდიდრეს აშშ, თუმცა მათ არასოდეს დავიწყებიათ ეს ტრაგიკული ისტორია". ბაიდენის თქმით, მისი განცხადება არ ემსახურება დადანაშაულებას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა მოხდეს. თეთრი სახლი თავს არიდებდა ცნება გენოციდის გამოყენებას, ნატოელი მოკავშირის, თურქეთის განაწყენების შიშით. მაგრამ ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიისას პირობას დებდა, რომ არჩევის შემთხვევაში გადადგამდა ამ, დიდწილად სიმბოლურ ნაბიჯს. პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში, ოსმალეთის იმპერიაში თურქებმა დახოცეს ან დეპორტაციას დაუქვემდებარეს 1,5 მილიონი სომეხი - ქრისტიანი უმცირესობა ძირითადად მუსლიმურ იმპერიაში. ბევრი ისტორიკოსი და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, ამ მკვლელობებს გენოციდად მიიჩნევენ. ანკარა აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა ოსმალეთის მთავრობის გეგმას სომეხთა გასანადგურებლად. ...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ