პარლამენტი ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს 27 აპრილს დაიწყებს

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასა და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან. მის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს. 27 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რის შემდეგაც ბიუროს სხდომა ჩატარდება და სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დაემატება. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. პარლამენტის სპიკერისა და ვიცე-სპიკერის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. „ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - განაცხადა მან. ...
წყარო

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 17 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ