რეგულაციების დარღვევის 1116 ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 116 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 107 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 880 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 129 ფაქტი გამოვლინდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს....
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 15 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 18 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ