ჩეხეთის პრეზიდენტი: 2014 წელს იარაღის დეპოს აფეთქებაზე ორი თეორია არსებობს

ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის თქმით, ორი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია 2014 წელს აფეთქება იარაღის და ტყვია-წამლის დეპოში - რასაც მწვავე დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა რუსეთთან. ზემანი აცხადებს, რომ ორივე თეორია უნდა გამოძიებულ იქნეს. 25 აპრილს, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ზემანმა თქვა, რომ ერთი ვერსიით, აფეთქებაში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, რუსეთის დაზვერვა მონაწილეობდა. მისი თქმით, მეორე ვერსიის თანახმად, აფეთქება გამოიწვია ტყვია-წამალთან არასათანადო მოპყრობამ. მოსკოვის მიმართ მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ "არ მტკიცდება და არც მტკიცებულება არსებობს" იმის, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი აგენტი, რომლებსაც აფეთქებასთან შესაძლო კავშირის გამო ეძებენ, დეპოში იმყოფებოდა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს გამოაცხადა, რომ ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის დეპოში მომხდარ აფეთქებაში". ამ განცხადების შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა. ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ