ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: ლონდონმა და ვაშინგტონმა პუტინი გააფრთხილეს უკრაინის თაობაზე

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა, გაზეთ Sunday Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ლონდონმა და ვაშინგტონმა ახლახან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააფრთხილეს - მოსკოვი "დიდ ფასს" გადაიხდიდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებოდნენ. დასავლეთის ქვეყნებმა ბევრჯერ გამოხატეს შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის გამო უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში. მიმდინარე კვირაში მოსკოვმა გამოაცხადა, რომ სამხედრო წვრთნები დასრულებულია და ჯარების ნაწილი გადის. მურის თქმით, რუსეთის "უპასუხისმგებლო" მოქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი, როგორც სახელმწიფო, სუსტდება "ეკონომიკის და გეოგრაფიის თვალსაზრისით". მურის აზრით, რუსეთს ბევრი სირთულე აქვს, ხოლო ბოლო პერიოდში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შედეგად გამართულმა საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ მისი მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა ვლადიმირ პუტინით. მურმა, რომელიც MI6-ის ხელმძღვანელად ახლახან დაინიშნა, ასევე თქვა, რომ კვლავ გრძნობს სიბრაზეს სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. საუბარია რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაზე, რასთანაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტებს. მისი თქმით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლებოდა დიდი ყოფილიყო ("ნოვიჩოკით" მოწამვლის შედეგად დაიღუპა ბრიტანეთის ერთი მოქალაქე). მურმა ახსენა ჩეხეთის სპეცსამსახურების ეჭვიც, რომ რუსეთის იმავე აგენტებს კავშირი ჰქონდათ ჩეხეთში, იარაღის საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან. ყოველივე ეს, ისევე, როგორც უკრაინაში რუსეთის მოქმედება, მურის სიტყვებით, წარმოადგენს რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევის გამოვლინებას. მურის თქმით, ლონდონს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის საკომუნიკაციო არხები ღიაა და რუსეთის ხელისუფლებამ იცის, როგორ აფასებენ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნაბიჯებს. მურმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ისურვებდა რუსეთთან სხვაგვარი, უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ დასძინა, "ეს არჩევანი ჩვენ არ გაგვიკეთებია". ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ