ზემანის სიტყვებს აფეთქებაზე აკრიტიკებენ ჩეხეთში და მიესალმებიან რუსეთში

ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის მიერ 25 აპრილს გაკეთებული განცხადებით, ქვეყნის უშიშროების და ინფორმაციის სამსახურის ანგარიშში არ არის ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო გაზვერვის (გრუ) აგენტები სოფელ ვრბეტიცეში იმყოფებოდნენ და კავშირი ჰქონდათ 2014 წელს ტყვია-წამლის საწყობში მომხდარ აფეთქებასთან. თავის ვიდეომიმართვაში ზემანმა მხარი დაუჭირა საქმის სრულფასოვან გამოძიებას და რუსეთის მიმართ არსებულ ეჭვებს ძალიან სერიოზული უწოდა. "არც ერთი სუვერენული ქვეყანა არ დაუშვებს იმას, რომ თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ორმა აგენტმა მოაწყოს ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც დაიღუპა ჩეხეთის ორი მოქალაქე და შეიქმნა მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი" - განაცხადა ზემანმა და დასძინა, რომ მას აშფოთებს ჩეხეთში უცხოეთის აგენტების გადაადგილების ფაქტი. თუმცა, ამავე დროს, ზემანმა აღნიშნა, რომ ამჟამად განიხილება მომხდარის ორი ვერსია - მასთან უცხოეთის დაზვერვის კავშირი და არასათანადო მოპყრობა ტყვია-წამალთან. ზემანი აცხადებს, რომ სრულად ენდობა პოლიციას და გენერალურ პროკურატურას. თუ გრუ-ის მონაწილეობა დადასტურდება, რუსეთს აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს - თქვა ზემანმა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ გამოთქმული ბრალდებები "სადაზვერვო თამაშები" იყო. ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის სპიკერმა, მილოშ ვისტრიჩილმა ზემანის სიტყვების პასუხად განაცხადა, რომ "შოკირებულია" მისი ზოგიერთი განცხადებით: "არის ინფორმაცია, რომელიც ბატონ პრეზიდენტსაც აუცილებლად ექნება, მაგრამ ამაზე თავის ვიდეომიმართვაში არ ულაპარაკია. არ ვამტკიცებ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა, მაგრამ მან შერჩევითად გამოააშკარავა ზოგიერთი [ცნობა] და არ ულაპარაკია სხვა [ინფორმაციაზე]. ამ ინფორმაციის სრულად გამჟღავნება შეუძლებელია, რადგან ეს მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს საქმის სრულფასოვან გამოძიებას". ზემანის სიტყვები გააკრიტიკა ჩეხეთის ოპოზიციამაც და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ან არ იცნობს საქმის დეტალებს, ან საზოგადოება შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს გააქარწყლოს რუსეთის აგენტების გარშემო არსებული ეჭვები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, აფეთქებასთან გრუ-ის კავშირის შესახებ უკვე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. მოსკოვში მიესალმნენ ზემანის გამოსვლას. "ზემანის განცხადებები პირველი შემთხვევაა გაქარწყლებისა ნაცნობი პრინციპის, higly likely-ის [ძლიერად სავარაუდოა], რომლითაც რუსეთს ბოლო წლებში ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში ადანაშაულებდნენ" - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს პირველმა ვიცესპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ზემანი "ობიექტურობისთვის" შეაქო, ხოლო საგარ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 5 წუთის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 17 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 5 საათის წინ