ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონი ღირსების შელახვაზე ან არაადამიანურ მოპყრობაზე არ გავრცელდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონი არ გავრცელდება ისეთი ტიპის მუხლებზე, რომლითაც პასუხისმგებლობა ადამიანის ღირსების შელახვისთვის ან არაადამიანური მოპყრობისთვის დგება. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. "ამნისტია არ შეეხება და არავის აქვს მიზნად და აზრად, რომ შეეხოს, ვინც შესაძლოა ჩაიდინა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახავი მოპყრობა... თუ გამოიცემა ამნისტია, უნდა იყოს სამართლიანი, ყველა პირზე თანაბარი და პოლიტიკოსის იმუნიტეტი ვერ იქნება ინდულგენცია... კონვენციური დათქმა იქნება და თუკი შესაძლოა ვინმეს მიმართ გამოიკვეთოს კონვენციური მუხლების დარღვევა, მათ არ შეეხებათ", - აცხადებს ოხანაშვილი​. მისი თქმით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის "ამნისტიის კანონთან" დაკავშირებით არის თანხვედრაც და განსხვავებებიც. მისი თქმით, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, მმართველი პარტია კანონპროექტის საკუთარ ვერსიას დაარეგისტრირებს. უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 2019 წლის ივნისში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის „ამნისტიის კანონზე” მუშაობენ. ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ ყველაზე გვიან, დოკუმენტი პარლამენტში ოთხშაბათამდე, 28 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდეს. სწორედ ამ დროის შეიძლება გასაჯაროვდეს ოპოზიციის ნაწილისა და მმართველი პარტიის მიერ ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი. ...
წყარო

Luba

თბილისი
  • საიტზეა

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 5 წუთის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ