პანდემიის მიუხედავად მსოფლიოში იზრდება შეიარაღების ხარჯები

2020 წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა ტრილიონ 980 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,6%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ იტყობინება სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშირისო ინსტიტუტი (SIPRI). ლიდერთა ხუთეულში არიან აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი. მათ ანგარიშზეა მსოფლიო ხარჯების 62%. SIPRI-ის თანახმად, სამხედრო ხარჯები უკვე ზედიზედ მეორე წელია იზრდება 2017-2018-ში შემცირების შემდეგ. მაგრამ პანდემიის გამო რუსეთში ფაქტობრივი სამხედრო ხარჯები 2020 წელს 6,6%-ით ნაკლები იყო თავდაპირველად დაგეგმილზე. ასეთსავე ვითარებაში აღმოჩნდა ბრაზილია. ზოგმა ქვეყანამ შეიარაღებისთვის განკუთვნილი სახსრები პანდემიისთვის გადაანაწილა. კერძოდ, ასე მოიქცნენ სამხრეთი კორეა და ჩილი. აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა, რომლებიც ზედიზედ მესამე წელია იზრდება, 778 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიო სამხედრო ხარჯების 39%-ს შეადგენს. აშშ-ს მოსდევს ჩინეთი, რომლის ხარჯები ზედიზედ 26 წლის განმავლობაში იზრდება და 252 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა ინდოეთი (73 მილიარდი დოლარი), მეოთხე ადგილზეა რუსეთი (62 მილიარდი დოლარი - 2,5%-ით მეტი, ვიდრე 2019-ში), მეხუთე ადგილზე მყოფი დიდი ბრიტანეთი კი 59 მილიარდ დოლარს ხარჯავს შეიარაღებაზე. SIPRI-ის მონაცემებით, 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების გამო დაფიქსირდა მსოფლიო საერთო შიდა პროდუქტში სამხედრო დანახარჯების წილის ყველაზე დიდი ზრდა 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ...
წყარო

Diko

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ