რუსეთის მთავრობას სურს, პატიმრები ჩააბას ბამისა და ტრანსციმბირის მაგისტრალების მშენებლობაში

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის ხელისუფლება განიხილავს პატიმრების შრომის გამოყენებას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების - ბაიკალ-ამურის (ბამი) და ტრანსციმბირული მაგისტრალების მშენებლობაში. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ ამ და, მათ შორის, საპატიმრო ადგილებში მყოფი მსჯავრდებულებისათვის ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხებზე 9 აპრილს იმსჯელეს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ, მარატ ხუსნულინთან გამართულ თათბირზე, რომელზეც შესაბამისი დავალებები მიეცათ ტრანსპორტის სამინისტროს, რუსეთის რკინიგზას და სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს. საუბარია დაახლოებით 15 ათას ადამიანზე, ამ რაოდენობის მუშახელის დეფიციტი გამოწვეულია ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობის მასშტაბითა და ასევე მიგრანტთა ნაკლებობით, რაც უკავშირდება პანდემიას. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, რუსეთიდან მასობრივად წასულმა შრომითმა მიგრანტებმა ვეღარ მოახერხეს უკან დაბრუნება. ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი სრულად ვერ ხერხდება რუსეთის სარკინიგზო ჯარების პირადი შემადგენლობის ხარჯზე. რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს პატიმრების შრომის გამოყენებას სასჯელაღსრულების ადგილების გარეთ, მაგრამ ასეთ დროს პატიმრების შრომა უნდა ანაზღაურდეს და, ამას გარდა, უნდა მოხდეს მათი იზოლირება და სათანადო დაცვა. ამ პირობების დაკმაყოფილებას კი, ადვოკატ ეკატერინა ტიაგაის თქმით, "მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსები“ დასჭირდება. გასული საუკუნის 30-იან წლებში ბამს აშენებდნენ პატიმრები. მათ დააგეს 190 კილომეტრის სიგრძის გზა, რომელიც ბამს აკავშირებდა ტრანსციმბირთან. საბჭოთა "გულაგის" სისტემაში 1932 წელს შექმნილი "ბამლაგის" გავლით მშენებლობაში მონაწილეობდა 2 მილიონი მსჯავრდებული. მოგვიანებით მშენებლობაში ჩააბეს შრომა-გასწორების კოლონიების პატიმრები. ...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ