კორონავირუსზე "სწრაფი ტესტი" მხოლოდ სიმპტომებიან პირებს უკეთდებათ

მარაგების შემცირების გამო კორონავირუსზე "სწრაფი ტესტი" დროებით მხოლოდ სიმპტომებიან პაციენტებს უტარდებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. "[პროტოკოლში] პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი - სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ PCR-ზე ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო PCR-ს სჭირდება 24 საათი, დაახლოებით. განსხვავება ეს არის, რომელიც 2-3 დღეში სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს", - თქვა მან. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაყიდი აქვს 1,5 მლნ "სწრაფი ტესტი", საიდანაც 400 ათასი ცალი ხვალ 27 აპრილს იქნება ქვეყანაში. მან ბრიფინგის დროს განმარტა, რომ "სწრაფი ტესტების" სიმცირის გამო ტესტირებაზე მისულ პირებს შემოწმებაზე უარს არ ეტყვიან და დროებით მათ PCR ტექნოლოგიით შეამოწმებენ, რომელზე პასუხის მიღების ვადა 24 საათია. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 14 საათის წინ