ავღანეთში სკოლაზე თავდასხმისას 16 ადამიანი დაიჭრა, ძირითადად ბავშვები და მოზარდები

ავღანეთის ხელისუფლების თქმით, 16 ადამიანი დაიჭრა პროვინცია კუნარში. მათი უმრავლესობა პატარა ბიჭები და მოზარდებია. გუბერნატორმა მოჰამად იყბალ საიდმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თავდასხმა 26 აპრილს დილით მოხდა პროვინციის დედაქალაქ ასადაბადში, როცა ისლამის სასულიერო სკოლის მოსწავლეთა შორის კონკურსი იმართებოდა ყურანის კითხვაში. მისი თქმით, დაჭრილთა შორის არიან მედრესეს 10-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები და მასწავლებელი, ასევე უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი. საიდის თანახმად, თავდასხმის დროს ოთახში შეკრებილი იყო 150-მდე მოსწავლე და მასწავლებელი. თავდასხმისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა, მაგრამ გუბერნატორმა თალიბანს დასდო ბრალი. კუნარის პროვინციაში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება, ოლქების უმრავლესობას თალიბანი აკონტროლებს. წარსულში ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მეამბოხეებს სდებდნენ ბრალს მთავრობის მიერ კონტროლირებად რეგიონებში რელიგიურ სკოლებში გამართულ დიდ შეკრებებზე თავდასხმებში. მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“. ავღანეთში კვლავაც გრძელდება ძალადობა მაშინ, როცა შეჩერებულია მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის შიდაავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც 2020 წლის სექტემბერში დაიწყო ყატარში. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 14 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ