იაგო ხვიჩია ამნისტიაზე: ეს პუნქტები არ ყოფილა შესაძლო დამნაშავე პოლიციელების დასაცავად

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამნისტიის კანონის მთავარი მიზანი იყო, შესრულებულიყო მთავარი მოთხოვნა - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაეტოვებინა საპატიმრო. ხვიჩია ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავების გათავისუფლების საკითხი მოლაპარაკებების ეტაპზე არ დასმულა. "ყველა პუნქტი, რომელიც შეეხება ამნისტიას, გირაოს თუ სხვა საშუალებებს, იყო ამ საკითხების მოსაგვარებლად, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ გარეთ. ეს პუნქტები არ ყოფილა შესაძლო დამნაშავე პოლიციელების დასაცავად - ჩვენ ეს არ წარგვიდგენია, ბატონ შარლ მიშელს ეს არ წარუდგენია, "ქართულ ოცნებას" მათი საკითხი არ წარუდგენია... ჩემი აზრით, ამ შეთანხმების მნიშვნელობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სამი კონკრეტული ადამიანის [პოლიციელის] და მეორე მხრიდან ვიღაცის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ასევე ნახეთ ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონი ღირსების შელახვაზე ან არაადამიანურ მოპყრობაზე არ გავრცელდება უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 2019 წლის ივნისში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის „ამნისტიის კანონზე” მუშაობენ. ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ ყველაზე გვიან, დოკუმენტი პარლამენტში ოთხშაბათამდე, 28 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდეს. სწორედ ამ დროის შეიძლება გასაჯაროვდეს ოპოზიციის ნაწილისა და მმართველი პარტიის მიერ ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი. ...
წყარო

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ