პაკისტანში ჟურნალისტი მოკლეს ბელუჯისტანის პროვინციაში

პაკისტანის პოლიციის ცნობით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ჟურნალისტი პროვინცია ბელუჯისტანში. აბდულ ვაჰიდ რაისანს, რომელიც ურდუს ენაზე გამომავალ ადგილობრივ გაზეთ „აზადიში“ მუშაობდა, 24 აპრილს დაესხნენ თავს, როცა ის შინ ბრუნდებოდა პროვინციის დედაქალაქ ყუეტაში, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. დაჭრილი ჟურნალისტი მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა. ჯერჯერობით არ არის ნათელი, ვინ დაესხა თავს ჟურნალისტს. პოლიციის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება. ბელუჯისტანის ჟურნალისტთან კავშირმა დაგმო რაისანის მკვლელობა და ხელისუფლებას ბოროტმოქმედთა დაუყოვნებლივ პოვნისკენ მოუწოდა. 26 აპრილს ჟურნალისტთა კავშირი საპროტესტო აქციას მართავს პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს წინ და ბოიკოტის ნიშნად არ გააშუქებენ ორგანოს საქმიანობას. ბელუჯისტანი ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება. რეგიონში ხშირია რელიგიურ ნიადაგზე შეტაკებები, ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმები და სეპარატისტული მოძრაობა, რის შედეგადაც 2004 წლის შემდეგ პროვინციაში ათასობით ადამიანი დაიღუპა. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 2 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 18 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 1 თვის წინ