ჩეხეთში 2014 წელს მომხდარი აფეთქების შესახებ გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიაზე მუშაობს

ჩეხეთის საგარეო საქმეღა მინისტრმა უარყო ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის სიტყვები, თითქოს ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარი აფეთქების თაობაზე მიმდინარე გამოძიება მუშაობდეს ინციდენტის ორ ვერსიაზე. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ ერთადერთ ვერსიაზე - დივერსიასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების კავშირზე. „რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილია, საქმეში მხოლოდ ერთადერთი ვერსიაა. მტკიცებულებები იმდენად ცხადია, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორედ ასე იყო“, - ამის თაობაზე ორშაბთას განაცხადა იან ჰამაჩეკმა. მანამდე საკვირაო ინტერვიუში, პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება საწყობების აფეთქების რაიონში რუსი აგენტების ყოფნის შესახებ 2014 წლის შემოდგომაზე. მეორე ვერსია, პრეზიდენტ ზემანის აზრით, უკავშირდება ასაფეთქებელ ნივითიერებასთან გაუფრთხილებელ მოპყრობას. ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქების შესახებ ზემანის სიტყვებს კრიტიკით შეხვდა ჩეხეთის ისტებლიშმენტი, ხოლო მოსკოვში ჩეხეთის პრეზდენტი შეაქეს. ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების კავშირის თაობაზე ჩეხეთის სპეცსამსახურების მიერ მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ჩეხეთმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს. პრაღის ამ ნაბიჯს რუსეთმა უპასუხა „ასიმეტრიულად“ და 21 აპრილს ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის დიპლომატიური მისიის 20 თანამშრომელი, რის გამოც მოსკოვში საელჩოში დარჩა მხოლოდ 5 ჩეხი დიპლომატი. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამავე პროპორციით შეამცირებს ჩეხეთში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას და გამოაცხადა ჩეხეთის ტერიტორიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის 60 თანამშრომლის, ასევე ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის გაძევების შესახებ. ...
წყარო

Lata

თბილისი
  • 3 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 12 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ