პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დააყენებს ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია დააყენოს. 26 აპრილს, ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპულ საკითხებზე პოზიციები ვერ შეჯერდება: „ჩვენ არა ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში, არ გვინდა რომ თავიდანვე კონფრონტაცია გვქონდეს, ამიტომ იქნება კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან ეხლა. შევეცდებით რომ შევაჯეროთ ვერსია და თუ ვერ მოხდება და ფუნდამენტური სხვაობა იქნება პრინციპულ საკითხებზე ჩვენს ვერსიასა და "ქართული ოცნების" ვერსიას შორის, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩვენი ინიციატივის დაყენებაზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. მისი თქმით, ოპოზიციას ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მომზადებული კანონპროექტი არ უნახავს. მისივე განმარტებით, ოპოზიციის სამუშაო ვერსია ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა ის, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს მწამებლებზე, მოძალადეებზე და თანამდებობის პირებზე, რომლებმაც აქციის დარბევის უკანონო ბრძანება გასცეს და უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის თანხმობას. 27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ. ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი ამნისტიის კანონზე: თავი უნდა დავანებოთ დამნაშავეების ძიებას კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული. ასევე ნახეთ დავით ბაქრაძე: აუცილებელია ამნისტიის კანონში 3 პრინციპის გათვალისწინება 19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 19 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ