სომხეთის პარლამენტი 3 მაისს იმსჯელებს პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე

სომხეთის საკანონმდებლო ორგანო, ეროვნული კრება, 3 მაისს განიხილავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის პარალმენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 25 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა, რითაც ოფიციალურად გაუხსნა გზა საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც უნდა განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის შემდეგ პარლამენტში შემავალ ფრაქციებს 7 დღის განმავლობაში აქვთ ვადა, რომ წამოაყენონ პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა. პარლამენტი კი პრემიერ-მინისტრს ირჩევს დეპუტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობის ხმებით. თუ სომხეთის პარლამენტი ორჯერ ვერ მოახერხებს პრემიერ-მინისტრის არჩევას, მაშინ იგი დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ის არჩევნებამდე აპირებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებას და კენჭისყრასაც გეგმავს. "მე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები", - აცხადებს ფაშინიანი, რომელიც კენჭს იყრის მისი სამოქალაქო კონტრაქტის პარტიიდან. "თუკი ხალხი გადაწყვეტს, რომ ეს პოსტი უნდა დავტოვო, მათ ნებას დავემორჩილები, ხოლო თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში უნდა გავაგრძელო მუშაობა, ამ შემთხვევაშიც შევასრულებ მათ ნებას". ფაშინიანის ნაბიჯის ფონია სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობაში ახლახან შეტანილი ცვლილებები, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, ხელსაყრელია ფაშინიანის გამარჯვებისთვის. სომხეთში პოლიტიკური კრიზისია მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა ნოემბერში ხელი მოაწერა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან ომის დასასრულებლად. ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ფაშინიანი მარტში დათანხმდა ვადამდელი არჩევნების ივნისში ჩატარებას. გამოკითხვები მოწმობს, რომ ბოლო პერიოდში ფაშინიანის მთავრობისადმი მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად იკლო - მისი რეიტინგი 60 პროცენტიდან დაახლოებით 30 პროცენტამდე შემცირდა. ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ