უკრაინის უშიშროებამ გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები ჩერნობილის აეს-ში მომხდარ კატასტროფაზე

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 35-ე წლისთავზე, უკრაინის უშიშროების სამსახურის სახელმწიფო არქივმა გამოაქვეყნა ამ და სხვა აფეთქების შესახებ არსებული საიდუმლო დოკუმენტები. საბჭოთა კაგებეს არქივებში დაცულ დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი პირველია, ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, ვიქტორ ბრიუხანოვის მოხსენება აფეთქების შესახებ. საარქივო საქმე ადასტურებს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მანამდეც მომხდარა. მაგალითად, 1982 წელს პირველ ენერგობლოკზე ადგილი ჰქონდა რადიოაქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვან გამოფრქვევას. ამ ინცინდენტზე საბჭოთა კაგებეს მოხსენება მთავრდება ფრაზით: „მიღებული იქნა ზომები პანიკური და პროვოკაციული ჭორების დაუშვებლობისთვის“. 1984 წელს ჩერნობილში ავარიული სიტუაციები ყოფილა ასევე მე-3 და მე-4 ენერგობლოკებზე. 1983 წელს მოსკოვში საბჭოთა ხელმძღვანელობამ მიიღო ცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ატომურ სადგურს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უსაფრტხოების სისტემების არარსებობის გამო. 1986 წელს კი გამოჩნდა დირექტივა, რომელიც კრძალავდა ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ყველა დეტალს. 26 აპრილს უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის კატასტროფის 35-ე წლისთავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც სიცოცხლეს რისკავდნენ რადიაციის შესაკავებლად 1986 წლის 26 აპრილს სადგურში მომხდარი აფეთქებისას და მის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. ვოლოდიმირ ზელენსკი „ყველა ჩვენგანის მიზანს დღეს წარმოადგენს მოვახდინოთ ჩერნობილის გაუცხოვებული ტერიტორიის ტრანსფორმირება აღორძინებულ ტერიტორიად, ჩავაშენოთ ჩერნობილის ისტორიაში სამეციერო-საგანმანათლებლო აზრი, მივცეთ მოტივაცია მსოფლიოს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ განავითარებაში, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავი კატასტროფის განმეორება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც დღეს ჩერნობილში ჩავიდა. ჩერნობილის კატასტროფის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე 1986 წლის 26 აპრილს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია რადიაციული ფონის ზრდა ისეთ დონემდე, რაც 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების დროს წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ხოლო ავარიის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი გავრცელდა ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 18 საათის წინ