სამადაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს

„ქართული ოცნების” წევრებისა და ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას. „რაიმე ცვლილებებზე საუბარი ჩვენ შეიძლება გავმართოთ, როგორც ორივე მხარის, ისე მედიატორების მონაწილეობით. ამიტომ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ [27 აპრილს] თუ ყველაფერი წავა ისე როგორც იყო დაგეგმილი, ვნახოთ თუ მოხდება შეთანხმება საერთო პოზიციაზე „ქართულ ოცნებასთან" ამნისტიასთან დაკავშირებით... თუ არა, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია და შემდგომ უკვე ვნახოთ პროცესები. ხვალ მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ პირველი ნაბიჯები ამ შეთანხმების შესრულების გზაზე", - განაცხადა დეპუტატმა. სამადაშვილი გეგმავს 27 ან 28 აპრილს მელიასთან შეხვედრას და ამბობს, რომ სრულ სურათს გააცნობს. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით არცერთ პროექტს ამნისტიისა, გარდა იმისა, რაც იყო შეთანხმებაში. კანონპროექტის, როგრც შეტანა, ისე გამოტანა ყოველთვის არის შესაძლებელი", - აღნიშნა მან. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას" არ უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ შეთანხმების ჩაშლა „შემოუბრუნოს ოპოზიციას". ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს. „ლელო"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მოდიფიცირება შეუძლიათ მხოლოდ მედიატორებს. 27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ. ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ