ოპოზიცია დღეს პარლამენტში მივა

დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 26 აპრილს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს. ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი სრულდება. სალომე სამადაშვილის განცხადებით, 27 აპრილს შეთანხმების შესრულება იწყება – ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრირდება, რის შემდეგაც გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება. „არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ. ვფიქრობ, სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც მიღებული იქნა მსგავსი დაზიანება. ამიტომ, მინდა გასაგებად ვთქვა, ამ ამნისტიის შედეგად დასახიჩრებაზე პასუხისმეგებელი პირები დაცული არ იქნებიან, რაც არის „ქართული ოცნების“ პოზიცია. რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, ანუ, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე 27 აპრილს გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. 27 აპრილი არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც შეთანხმების შესრულება იწყება. შესაბამისად, ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრირდება და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე 27 აპრილს კონსულტაციები გაგრძელდება“, – განაცხადა სამადაშვილმა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კი ამნისტიის კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც დღეს იგეგმებოდა, დიდი ალბათობით, 27 აპრილს არ მოხდება. „ჩვენ 27 აპრილს პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ 27 აპრილს კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება“, – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ....
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ